1745 წლის გაზაფხულის ერთ დღეს ქვიშხეთის მაღლობზე მდგარ ციხე-სიმაგრეს რამდენიმეშეიარაღებული ცხენოსანი მიადგა. მათ შორის ზურაბ აბაშიძის სიმამრი, სამეფო მდივანბეგი,იოანე ორბელიანიც იყო. მოსულებს ვახუშტი აბაშიძე და მისი მეუღლე, ანუკა შეეგებნენ.სტუმრები დიდ დარბაზში მიიწვიეს. იოანემ ანუკას მეფე თეიმურაზის ბარათი გადასცა.ქართლის მეფე და მისი მეუღლე, დედოფალი თამარი, ვახუშტის ძმის- ზაალ აბაშიძის ასულსითხოვდნენ შვილისათვის– კახეთის მეფე ერეკლესათვის, რომელიც ამ დროს უკვე გაცილებულიიყო პირველ ცოლს ყაფლანაშვილის ასულს.
მეორე დღესვე გადავიდა ანუკა ბატონიშვილი მაზლთან და სასიხარულო ამბავი აცნობა.ქორწილის დღეც დათქვეს. იოანე ორბელიანმა თანხმობის წერილი წაუღო მეფე თეიმურაზს.ქორწილის წინა დღეს დიდი სამზადისი იყო. სამოც წელს მიტანებული თავადი ვახუშტი თვითონხელმძღვანელობდა საქორწილო მაგიდის გაწყობას, ბატონმა ,,ქვიშხურა“ არ იკმარა და კახეთიდანტიკჭორებით მოატანინა ღვინო. დაიკლა ხარი და მოზვერი, უამრავი ქათამი, საქაორწილო მაგიდახორაგს ვერ იტევდა.