пятница, 15 ноября 2013 г.

ქვიშხეთი... ჩვენი ქვიშხეთი

                         
   
საქართველოში იშვიათად შეხვდებით ადამიანს, ქვიშხეთი რომ არ იცოდეს. სოფელი   ლიხისქედის კალთებზეა შეფენილი.იგი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გზის გასაყარზემდებარეობს. უმშვენიერესი ბუნება, ბარისა და მთის შეზავებული მშრალი კლიმატიძველთაგანვე იქცევდა ყურადღებას, ამიტომაც აქ მოსახლეობა უძველესი დროიდან დასახლდა.
  
ქვიშხეთი არამარტო  მდებარეობით  გაუნებივრებია ღმერთს, არამედ იმითაც, რომ   მასთანარაერთი სასიქადულო მამულიშვილის სახელია დაკავშირებული. იმის გამო, რომ ამ სოფელშიდიდ საზოგადო  მოღვაწეს,  მეცენატს, დიმიტრი ყიფიანს ეგდა  

ჩემს ქვიშხეთს

                    ჩემს ქვიშხეთს

              მოფრინავს თერხვი
              შმაგი სიმღერით. 
             ჩამოუქროლებს ჩიკორის საყდარს.
             ტაშისკარს თუკი თორით მოატან.
             გაოცდები და დარჩები სახტად.
            ლამაზ ფერდობზე მწვანე წალკოტი,
            ჭადრები თითქმის ცამდე მისულა.
            თუ არა გჯერა,ერთხელ ჩამოდი,
            დაგალევინო ღვინო ქვიშხურა.
            იქნებ თავიდან უსაყვარლესო,
            თავკოკოლადან გერქვა ქვის ხედი.
            შენ,ქართლის თვალო,ულამაზესო,
            მიტომ დაგერქვა ალბათ ქვიშხეთი.
            მთაწმინდის მხრიდან ღრუბლებს უთეთრესს,
            მზე ცხრილავს სხივით,ვით ბაბმის ფთილას.
            ფიჭვებისაკენ მთებმა უყელეს.
            სისხამზე ცელით მიმავალ მთიბავებს.
            ბევრი პოეტი ლექსით გმოსავდა.
            რა შეედრება მის მთაბარებსო,
            ახლა გრძნობები ისე მოზღვავდა,
            მეც ამამღერე,უნეტარესო.
            ნახვეტარიდან მტკვარს დავუყვები.
            მზე დავლურს უვლის პურის ყანაზე.
            ციმაკურიძის ყალმით ნახატო,         
             მართლაც, ერთი ხარ ამ ქვეყანაზე.
            
           
                                                               ალექსი ღონღაძე

ქვიშხეთის ისტორიული მდგომარეობა

     
      
ქვიშხეთი მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან730 ზე. "შოლის პირის დასავლეთით,შოლისავ კიდეზედ არს ქვიშხეთი,ზაფხულისჰავითა ამო,შუენიერი,ზამთარ ცივი ქარიანი,საჭირო"–გვამცნობსდიდი გეოგრაფი დაისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი.

ფოლიანტები

 საქართველოს თავზე მრავალ ქარტეხილს გადაუვლია.არც ჩვენი კუთხეყოფილა გამონაკლისი.მას ახსოვს მონღოლთა,ოსმალთა თუ  ლეკთა თარეში.სოფლის ეკლესიამონასტრებს და ციხეკოშკებს დღესაც აჩნიათ    ჟამთა სიავის კვალი....რუბრიკით  ,,ფოლიანტები"გთავაზობთ ჩვენი სოფლის         ისტორიის მნიშვნელოვან მონაკვეთებს

ტაშისკრის ბრძოლა

    1609 წლის ივნისში, ქვიშხეთის მინდორზე, ე.წ. ნახვეტრებზე მოხდა ბრძოლა, რომელიც ცნობილია როგორც ქვიშხეთის, ისე ტაშისკრის ბროლის სახელით.აღნიშნულმა ბრძოლამ   ქართულ პოეზიაშიც ჰპოვა გამოძახილი.კერძოდ იოსებ თბილელის,,დიდმოურავში."    არაერთმა ქართველმა პოეტმა(გ,ლეონიძე,შ.ნიშნიანიძე, გ.აბაშიძე და სხვა)მიუძღვნეს საინტერსეო სრიქონები.  
     სასტორიო წყაროების მიხედვით,,ნახვეტრებზე"მომხდარი ბრძოლა,როგორც ქვიშხეთლებს,ასევე ტაშისკრელებს შეუძლიათ სიამაყით მიითვალონ,მათ ტერიტორიაზე მომხდარად.ქვიშხეთლებს იმიტომ,რომ ბრძოლა მათ ტერიტორიაზე მოხდა,ტაშისკრელებს კიდევ იმიტომ, რომ გამარჯვებულმა ქართველებმა ნადიმი ტაშისკარში გადაიხადეს.

სააბაშიო

        XV-XVI საუკუნებიდან ქვიშხეთი  თანდათან  გადაიქცა ქართლის სააბაშიოს   ცენტრად.
     
  XV  ს-ში ზემო იმერეთში  ჩამოყალიბდა აბაშიძეების  სათავადო, რომელიც განსაკუთრებითXVII ს-ში გაძლიერდა. როგორც ჩანს, იმერელ აბაშიძეებს ზემო  ქართლშიც ჰქონდათ მიწები და ერთი შტო აბაშიძებისა აქ   სახლობდა. ასე მიაჩნია ვახუშტი  ბატონიშვილს: ,, აბაშიძე,   ფალავდიშვილი და  ამირეჯიბი ამათ ერთობას შინ აქუნდათ მამული  იმერეთს და ქართლსა შინა, და შემდგომად განყოფისა სამეფოსა, ერთი ძმა იქით  და ერთი აქათ დაშთნენ  ვითარცა  მამულნი და სოფელნი მათნი.“ ე.ი სამეფოს დაშლის შემდეგ ერთ შტო ქვიშხეთში სახლობდა და ქართლის მეფეთა ვასალი იყო. XVI-ს-ში ქვიშხეთში შემაღლებულ ადგილზე, ე.წ გალანძილას გორაზე აგებენ ციხესიმაგრეს,  რომლის  ნაშთიც დღესაც შემორჩენილია.  ეს იყო ოთხგოლოლიანი, საკამოდ გამაგრებული სიმაგრე  დედო-ციხეთ..