ჩემს ქვიშხეთს
მოფრინავს თერხვი
მოფრინავს თერხვი
შმაგი სიმღერით.
ჩამოუქროლებს ჩიკორის საყდარს.
ტაშისკარს თუკი თორით მოატან.
გაოცდები და დარჩები სახტად.
ლამაზ ფერდობზე მწვანე წალკოტი,
ჭადრები თითქმის ცამდე მისულა.
ჩამოუქროლებს ჩიკორის საყდარს.
ტაშისკარს თუკი თორით მოატან.
გაოცდები და დარჩები სახტად.
ლამაზ ფერდობზე მწვანე წალკოტი,
ჭადრები თითქმის ცამდე მისულა.
თუ არა გჯერა,ერთხელ ჩამოდი,
დაგალევინო ღვინო ქვიშხურა.
იქნებ თავიდან უსაყვარლესო,
იქნებ თავიდან უსაყვარლესო,
თავკოკოლადან გერქვა ქვის ხედი.
შენ,ქართლის თვალო,ულამაზესო,
მიტომ დაგერქვა ალბათ ქვიშხეთი.
მთაწმინდის მხრიდან ღრუბლებს უთეთრესს,
მთაწმინდის მხრიდან ღრუბლებს უთეთრესს,
მზე ცხრილავს სხივით,ვით ბაბმის ფთილას.
ფიჭვებისაკენ მთებმა უყელეს.
სისხამზე ცელით მიმავალ მთიბავებს.
ბევრი პოეტი ლექსით გმოსავდა.
რა შეედრება მის მთაბარებსო,
ახლა გრძნობები ისე მოზღვავდა,
მეც ამამღერე,უნეტარესო.
ნახვეტარიდან მტკვარს დავუყვები.
მზე დავლურს უვლის პურის ყანაზე.
ციმაკურიძის ყალმით ნახატო,
მართლაც, ერთი ხარ ამ ქვეყანაზე.
ალექსი ღონღაძე
0 коммент.:
Отправить комментарий