საქართველოში იშვიათად შეხვდებით ადამიანს, ქვიშხეთი რომ არ იცოდეს. სოფელი ლიხისქედის კალთებზეა შეფენილი.იგი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გზის გასაყარზემდებარეობს. უმშვენიერესი ბუნება, ბარისა და მთის შეზავებული მშრალი კლიმატიძველთაგანვე იქცევდა ყურადღებას, ამიტომაც აქ მოსახლეობა უძველესი დროიდან დასახლდა.
ქვიშხეთი არამარტო მდებარეობით გაუნებივრებია ღმერთს, არამედ იმითაც, რომ მასთანარაერთი სასიქადულო მამულიშვილის სახელია დაკავშირებული. იმის გამო, რომ ამ სოფელშიდიდ საზოგადო მოღვაწეს, მეცენატს, დიმიტრი ყიფიანს ეგდა
სტუმართმოყვარე სახლი,სოფელს ხშირად სტუმრობდნენ ჩვენი ბუმბერაზი პოეტები: ილია და აკაკი, მიხეილჯავახიშვილი, ლეო ქიაჩელი, გერონტი ქიქოძე, პავლე ინგოროყვა, შალვა ნუცუბიძე,კონსტანტინე გამსახურდია, ტიციან ტაბიძე და სხვანი .ქვიშხეთში ხშირად იმყოფებოდა რომანტიკოსი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი,მიზეზი კი მისიდა გახლდათ,რომელიც სუმბათაშვილების რძალი იყო.
ჩვენს სოფელში უცხოვრია და აქ გაუკეთებია საბოოლო რედაქცია ,,სიტყვის კონისთვის,,სულხან–საბა ორბელიანს.
1935-37 წლებში ქვიშხეთში ისვენებდა და ,, ვეფხვისტყაოსანს" უკრაინული ენაზეთარგმნიდა მიკოლა ბაჟანი .
ქვიშხეთში თარგმნა აგრეთვე ნ. ზაბოლოცკიმ ,, ვეფხვისტყაოსანი." 1949 წელს ჩვენსსოფელში თარგმნიდა რუსთველის უკვდავ პოემას ავსტრიელი ჰუგო ჰუპერტი.
რეჟისორმა სიკო დოლიძემ ქვიშხეთში გადაიღო იმ დროისათვის ძალიან გახმაურებული ფილმი ,, დარიკო"
ულამაზესი ბუნება, ცივი, ანკარა წყაროები, უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ტრადიციული სპორტულ-კულტურული საღამოები, კომფორტული საოჯახო ტიპის სასტუმროები, საინტერესო ტურისტული ბილიკები, სტუმართმოყვარე ხალხი,მრავალფეროვანი სამზარეულო,აი მხოლოდ მცირე ჩამონათვალი, რომელთა გამოცაუცილებლად უნდა ეწვიოთ ჩვენს სოფელს....
ჩვენი სკოლა
სამქვა ორჯამიანა
მთის წყაროები
ბულბულისციხის ტბა
0 коммент.:
Отправить комментарий