пятница, 15 ноября 2013 г.

ჩვენი სოფლის სატკივარი

სოფელ მონასტრის ძველისძველი ტაძარი რესტავრაციას საჭიროებს

ჩვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა დაგვეთვალიერებინა სოფელ მონატერში მდებარეძველისძველი დანგრეული ტაძარი , რომლის ნაწილი მიწის ქვემოთა მოქცეული, მიწისზემოთ კი მხოლოდ გუმბათიღაა დარჩენილი, სადაც მოსახლეობა სანთელს ანთებს დალოცულობს. იქ რამდენიმე ხატიცაა, ხალხის მიერ შეწირული. ტაძარს, როგორცშევიტყვეთ, სამი შესასვლელი ჰქონდა, ასევე არსებობდა გვირაბიც, რომელიც არვიცით, სად გადის, თუმცა ვარაუდობენ, რომ აქ მტრის შემოსევების დროს ქალები დაბავშვები იმალებოდნენ. გადმოცემის თანახმად, ტაძარი სწორედ მტრებმა ააოხრეს,მოსახლება ეკლესიაში ამოწვეს, ამას აქ აღმოჩენილი ადამიანთა ნაშთებიც ამტკიცებს.მონასტრის ეკლესია სამი წმინდანის სახელობის უნდა იყოს: ღვთისშობლის, წმინდამარინესა და წმინდა გიორგის. დღესდღეობით ეკლესია სასწრაფო რესტავრაციასსაჭიროებს.. ადგილობრივები ცდილობდნენ ტაძარი გაეწმინდათ, მაგარამ ეს უფროსაზიანო აღმოჩნდა. ვფიქრობთ, რომ არქეოლოგთათვის საინტერესო იქნება სოფელმონასტრის ტაძრის დათვალიერება.





სარკინიგზო გვირაბის მშენებლობამ მოსახლეობა დააზარალა


                               
  ბოლო პერიოდის განმავლობაში,ჩვენი სოფლის მოსახლეობა საკმაოდ დიდი  პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.ორი წლის წინ სოფლის გარკვეულ ტერიტორიაზე  დაანგრიეს სახლები,მეპატრონეებს ფულადი კომპენსაცია გადასცეს და დაიწყო სარკინოგზო გვირაბის მშენებლობა,რომელის ჩინური კომპანიის მიერ იყოდაფინანსებული.აქ დასაქმებულია ჩინელი მოსახლეობა,რომლებმაც ბინა ჩვენსსოფელში დაიდეს.ამბობენ,რომ მათ ქართული გვარებიც კი მიუღიათ. 




 იმის გამო,რომ არსებული ტერიტორია გეოლოგების მიერ სათანადოდ არ იყო

 შესწავლილი და შემოწმებული,წარმოიშვა გარკვეული ტიპის პრობლემები


კერძოდ:დაირღვა ბუნებრივი ბალანსი,

დაშრა ჭები,დაბინძურდა სასმელი წყალი.   მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს
 იმასთან დაკავშირებით,რომ 
საგრძნობლად გაიზარდა ქვეწარმავალთა რიცხვი.ყოველივე წემოთხსენებული
 უშუალოდ უქმნის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას.
  ამასთან ერთად,ძლიერი აფეთქებების
 შედეგად 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი 






დაზიანდა,რამდენიმე მათგანი დანგრევის

 პირასაა მისული.„აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია, შეიძლება ყოველ წუთს ჩამოინგრეს სახლი და მოგვიყოლოს,“ - აცხადებენ ადგილობრივები.
  მოგეხსენებათ,ქვიშხეთი საკურორტო ზონაა,თუმცა წელს საგრძნობლად შემცირდადამსვენებელთა რიცხვი,რაც, რაღა თქმა უნდა, უარყოფითად აისახა  მოსახლეობის ეკონომიკურმდგომარეობაზე



აი, ასე გამოიყურება ერთერთი სახლის დაბზარული კედელი



1 комментарий: