пятница, 15 ноября 2013 г.

ქვიშხეთის ისტორიული მდგომარეობა

     
      
ქვიშხეთი მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან730 ზე. "შოლის პირის დასავლეთით,შოლისავ კიდეზედ არს ქვიშხეთი,ზაფხულისჰავითა ამო,შუენიერი,ზამთარ ცივი ქარიანი,საჭირო"–გვამცნობსდიდი გეოგრაფი დაისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი.




დიდი ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს: "ქვიშიანიმიწა ნიადაგისაღმნიშვნელ სახელად რაჭაშიც და,რა თქმა უნდა,სხვაგანაც საქართველოშიც იხმარება... ესსიტყვა არაერთ გეოგრაფიულ სახელშიც არის აღბეჭდილი.მაგ.ცნობილია,ტაშისკრისმახლობლად მდებარე ადგილი,რომელსაც ქვიშხეთის მინდორი ეწოდება.ჟამთაღმწერელსნათქვამი აქვს "დადგეს ტაშისკარს" ქვიშხეთის მინდორსო. "ეხლაც არსებობს სოფელი დააგარაკი, რომელსაც ქვიშხეთი ეწოდება."




სოფლის სახელწოდება მომდინარეობს ნიადაგის აღმნიშვნელი სიტყვიდან ქვიშაქვიშეთი, რომელმაც დროთა განმავლობაში მიიღო ახლანდელი ფორმა, მართლაც იმდიდ ვაკეს, რომელიც შოლის შესართავიდან მტკვრის მარცხენა ნაპირს მისდეცს დაქვიშიანია, ადრე ქვიშხეთის მინდორს უწოდებდნენ. აქედან წარმომდგარა სოფლისსახელწოდებაც.
          
სოფელს ჩრდილოაღმოსავლეთი მხრიდან ლიხის ქედი ესაზღვრება,რომელიც ძირითადი კლიმატგანმსაზღვრელი ფაქტორია, შავი ზღვიდან წამოსულითბილი ნოტიო ჰაერის მასები ერწყმის მთების ჰავას, რომლებიც სამი მხრიდან აკრავსქვიშხეთს, სწორედაქ არის შერწყმული ზღვისა და მთის კლიმატი, რომელსაცსამკურნალო თვისებები აქვს და რომელმაც ქვიშხეთი საკურორტო ზონად აქცია.(კურნავს ბრონხებს).
             ლიხის ქედი საქართველოს ორ ნაწილად ყოფს,ძველი წყაროებით"ლიხთიმერად" და "ლიხთამერად". "ფრიად მაღალი შამბნარი", – ასე განმარტავსლიხს სულხანსაბა ორბელიანი. ლიხის ქედის უმაღლესი მწვერვალები ქვიშხეთისტერიტორიაზე არის "ბებერსერი", "ბაირაღი" (1200–1300).


ქვიშხეთის ხედი მთაწმინდის მამათა მონასტრიდან.
      
მონასტერი გადმოჰყურებს არა მარტო ქვიშხეთს, აქედან კარგად ჩანს შიდაქართლის ვაკე, მტკვრის ხეობა, ბორჯომის  ხეობის დასაწყისი, ლიხის ქედი, მოჩანსკავკასიონის თოვლიანი მთები.

0 коммент.:

Отправить комментарий