ბრინჯაოს ეპოქის ნივთები
ამ ნივთებით საკმაოდ გამოკვეთილადაა ჩამოყალიბებული ცივილიზაციისელემენტები. პირველ რიგში, მარცვლეულის კულტურებზე აქცენტირებულიმიწადმოქმედება და ლითონის დამუშავება.
აქ ნაპოვნი ცულების ორი ტიპი გამოირჩევა: ყუა დაქანებული და ყუამილიანი,ისინი განეკუთნებიან ძვ.წ III ათასწლეულის მეორე ნახევარს, რომლებიც ამჟამადხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.
ქვიშხეთში მოპოვებული არქეოლოგიური ნივთების უნიკალურობაზემეტყველებს თუნდაც ის რომ გერმანიის ქალაქ ბოხუმში 2001–2002 წლებშიმოწყობილ გამოფენაზე "საგანძური ოქროს საწმისის ქვეყნიდან" ასობითწარმოდგენილ ექსპონატებსა შორის განსაკუთრებული ადგილი სწორედ ქვიშხეთურექსპონატებს ეკავათ.
ქვიშხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მრავაფეროვანი არქეოლოგიური მასალაუდაოდ მოწმობს იმას, რომ ეს კუთხე უხსოვარი დროიდანაა დასახლებული დაჩართული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე ისტორიულ პროცესებში
გთავაზობთ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არსებულ მასალათაქსეროასლებს.
0 коммент.:
Отправить комментарий