1609 წლის ივნისში, ქვიშხეთის მინდორზე, ე.წ. ნახვეტრებზე მოხდა ბრძოლა, რომელიც ცნობილია როგორც ქვიშხეთის, ისე ტაშისკრის ბროლის სახელით.აღნიშნულმა ბრძოლამ ქართულ პოეზიაშიც ჰპოვა გამოძახილი.კერძოდ იოსებ თბილელის,,დიდმოურავში." არაერთმა ქართველმა პოეტმა(გ,ლეონიძე,შ.ნიშნიანიძე, გ.აბაშიძე და სხვა)მიუძღვნეს საინტერსეო სრიქონები.
სასტორიო წყაროების მიხედვით,,ნახვეტრებზე"მომხდარი ბრძოლა,როგორც ქვიშხეთლებს,ასევე ტაშისკრელებს შეუძლიათ სიამაყით მიითვალონ,მათ ტერიტორიაზე მომხდარად.ქვიშხეთლებს იმიტომ,რომ ბრძოლა მათ ტერიტორიაზე მოხდა,ტაშისკრელებს კიდევ იმიტომ, რომ გამარჯვებულმა ქართველებმა ნადიმი ტაშისკარში გადაიხადეს.
ერთი რამ ფაქტია:მაშინდელი ტაშისკარი,როგორც ჩანს, მდ.შოლის შესართავამდე გრძელდებოდა და დღევანდელი გიგიტაშვილების უბნის დიდი ნაწილიც იქ შედიოდა.
ეს ბრძოლა ქართველ ისტორიკოსს, ბერი ეგნატაშვილს, საკმაოდ დაწვრილებით აქვს აღწერილი.
1609 წელი იდგა.ქართლში ლუარსაბ II მეფობდა,რომელსაც ულამაზეს ვაჟკაცად ახასიათებდნენ.ამ დროს თურქეთის სულთანი ერაყში ლაშქრობდა და თან ყირიმის ხანის ჯარიც ახლდა.ბრძოლის დამთავრების შემდეგ,ყირიმელ და თურქთა ჯარის ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა სამშობლოში საქართველოს გზით დაბრუნებულიყო. ,,ქართლის გზა დიაღ კარგი არის და ჩუენზედაც მარჯუე არის, და იმაზედ გავიაროთ და საშოვარიც მრავალი ვიშოვოთ და წარვიდეთ უზიანოდ.და წამოემართნენ ქართველზედ ვითარცა სამოცი ათასი"
ამ დროს ლუარსაბ მეფე ,,ქრცხინვალს"იდგა. თათართა შემოსევების შესახებ,რომ ამბავი მოუვიდა,ვინაიდან მარტო იყო და არავინ ახლდა სასწრაფოდ აიყარა და ცხირეთში მივიდა.
თათრები ქართლში თრიალეთიდან შემოვიდნენ.მესაზღვრე სარდლებმა ვერ შენიშნეს მტრის შემოსევა.როგორც ჩანს,თათრებმა,რომლებსაც ქართული წყაროები ,,თათარხანის ჯარს" და ,,მგლის ტყაოსნებს"უწოდებდნენ,იცოდნენ მეფის ცხირეთში ყოფნა და გადაწყვიტეს მისი ხელში ჩაგდება..
მოაოხრეს მანგლისი და სოფელ კველთაში შევიდნენ,სადაც შეიპყრეს ერთი მღვდელი,სახელად თევდორე,რომელიც, მემატიანის თქმით, იყო,,პატიოსანი და მოშიში ღმრთისა და ერთგული მეფისა თვისისა"
თათრები სოფელ გოსტიბაში რომ შევიდნენ, დაუწყეს მღვდელს ცემა ლახტით და უბრძანეს ცხირეთის გზა ესწავლებინა:,,მიგვიძეხ მეფეზედაო."მღვდელმა გულში თქვა,,ჩემის ორი დღის სიცოცხლისათვის ამას რატო ვიქ,აწ მიუძღუე და მეფე მოვაკვლევინო და ქართლიც გააოხრონ,მე რაღა მეშველებაო და ან ჩემს სულსაო."
ამ ფიქრით სამშობლოს მოყვარული მღვდელი წაუძღვა თათრებს,ჩამოიყვანა ქვენა დრისის გზაზე ერთაწნინდაში,რითაც ცხირეთს ძალიან დააშორა.თათრებმა,როდესაც გაიგეს,რომ მოტყუებულნი დარჩნენ,მღვდელს თავი მოჰკვეთეს.ქართულმა ეკლესიამ მეფის და სამშობლოს ერთგული მღვდელი წმინდანად შერაცხა.
ცხირეთში მეფეს თან ახლდა თბილისის მოურავი გიორგი სააკაძე და ზაზა ციციშვილი. მოურავმა მეფეს ურჩია,ნუ აჩქარდები და ვნახოთ ღმერთი რას მოახდენსო.სასწრაფოდ შემოიკრიბა ჯარი საბარათიანოდან და ზაზა ციციშვილის ჯართან ერთად დაიძრა თათართა წინააღმდეგ.ნიაბის ბოლოს,სხერტის ჭალასთან,ქართველნი მცირე ჯარით ეკვეთნენ მტერს და დიდი ზიანიც მიაყენეს.ზაზა ციციშვილმა კი დიდი ფაშა მოკლა.ჩამოხტა ცხენიდან რათა თავი მოეჭრა.მოჭრილი თავი კბილებით დაიჭირა.თან თავდამსხმელებს იგერიებდა:მოახტა ცხენს და მეფეს ძლევამოსილი ეახლა.
შეშინებული თათრები აიყარნენ და მტკვრის მარჯვენა ნაპირს აჰყვნენ საციციანოს სოფლების რბევით და ძარცვით,სოფელ დოესში მივიდნენ,რათა იქიდან მტკვარზე გადებული ხიდით,მარცხენა ნაპირზე გადასულიყვნენ და გორში შეჭრილიყვნენ.გორისკენ მიმავალი თათართა ლაშქარი სომეხმა მღვდელმა დაინახა,რომელიც გორიდან დოესში მიდიოდა.იგი სწრაფად გაბრუნდა უკან და ხიდი დაშალა.
ოსმალო-თათრები მტკვარზე ვერ გადავიდნენ.ისევ საციციანოს აჰყვნენ მოარბიეს დარჩენილი სოფლები და სოფელ რბონაში გაჩერდნენ.აქ მათ მოახერხეს მდინარის გადალახვა.დაშალეს ხის სახლები და მტკვარზე ხიდი გააკეთეს.გავიდნენ მეორე ნაპირზე და ქვიშხეთის მინდორზე დაბანაკდნენ:,,დადგნენ ტაშისკრის ბოლოში,ნახვეტარში"
ამასობაში მეფე ლუარსაბმა მოუწოდა ქართლის ჯარს სწრაფად შეკრებილიყვნენ და სურამის ბოლოს დახვედროდნენ.
თვითონ კი,მცირე ჯარით გ.სააკაძესთნ ერთად,ახალდაბაში მივიდა.ივნისი იდგა.წვიმების შედეგად მტკვარი დიდი მოდიოდა.ის ღამეს იქვე გაათიეს.დილით ილოცეს და ცხენები წყალში შეაცურეს,რათა მარცხენა ნაპირზე გადასულიყვნენ.
ახალდაბიდან წამოსულები ქართველთა ჯარს შეუერთდნენ სურამის ბოლოს..ბრძოლის წინა დღეს ქართველებმა სააკაძის გეგმა მიიღეს:,,მაშინ არჩივა მოურავმან თხრილის პირას გარეშემო მეთოვენი შემოვახვიოთო და ცხენოსანი მინდვრად მივიდეთო."სააკაძის გეგმით ქართველები მეთოფეები თხრილებს უნდა მისდგომოდნენ,სროლა დაეწყოთ და თოფის კვამლს ქართველთა ჯარიც უნდა მოჰყოლოდა,სანამ გაიფანტებოდა.ასეც მოხდა. ქართველთა ჯარი განთიადზე მამაცურად ეკვეთა მტერს გ.სააკაძის მეთაურობით.იგი შიშის ზარს სცემდა მტერს.იქ ჩნდებოდა,სადაც ყველაზე მეტად უჭირდათ ქართველებს.მტერმა თავისი რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა.უამრავი თურქი დაიხოცა.ორი ფაშა ტყვედ ჩავარდა.
ბრწყინვალე გამარჯვება ხვდათ წილად ქართველებს.თათართა ბანაკი მთთ იგდეს.აქა-იქ გადარჩენილმა შეშინებულმა თათრებმა ტყეს შეაფარეს თავი.
ბრძოლის ველზე გამარჯვების შემდეგ,გადმოცემით,ქართველებმა დიდი ლხინი გადაიხადეს ტაშისკრის ხუთასწლოვანი წაბლის ძირში,ბუნების წიაღში.
0 коммент.:
Отправить комментарий