пятница, 15 ноября 2013 г.

სააბაშიო

        XV-XVI საუკუნებიდან ქვიშხეთი  თანდათან  გადაიქცა ქართლის სააბაშიოს   ცენტრად.
     
  XV  ს-ში ზემო იმერეთში  ჩამოყალიბდა აბაშიძეების  სათავადო, რომელიც განსაკუთრებითXVII ს-ში გაძლიერდა. როგორც ჩანს, იმერელ აბაშიძეებს ზემო  ქართლშიც ჰქონდათ მიწები და ერთი შტო აბაშიძებისა აქ   სახლობდა. ასე მიაჩნია ვახუშტი  ბატონიშვილს: ,, აბაშიძე,   ფალავდიშვილი და  ამირეჯიბი ამათ ერთობას შინ აქუნდათ მამული  იმერეთს და ქართლსა შინა, და შემდგომად განყოფისა სამეფოსა, ერთი ძმა იქით  და ერთი აქათ დაშთნენ  ვითარცა  მამულნი და სოფელნი მათნი.“ ე.ი სამეფოს დაშლის შემდეგ ერთ შტო ქვიშხეთში სახლობდა და ქართლის მეფეთა ვასალი იყო. XVI-ს-ში ქვიშხეთში შემაღლებულ ადგილზე, ე.წ გალანძილას გორაზე აგებენ ციხესიმაგრეს,  რომლის  ნაშთიც დღესაც შემორჩენილია.  ეს იყო ოთხგოლოლიანი, საკამოდ გამაგრებული სიმაგრე  დედო-ციხეთ.. 

  ქვიშხეთელ აბაშიძეთა  საგვრეულოს ზოგიერთი წარმომადგენელი მნიშვნელოვან როლს  თამაშობდა საქართველოს  ცხოვრებაში.
          
 
XVI  საუკუნის ბოლოსა და XVII  საუკუნის დასაწყისში აბაშიძეთა მძლავრი წარმომადგენელია ღონენა აბაშიძე, პირველი ქვიშხეთელი, ვისი სახელი და გვარი ვიცით.  იგი აქტიურ მონაწილეობს ღებულობდა ნახვეტრებზე გამართლ ომში 1609 წელს,  1627 წელს ბაზალეთის ომში გიორგი საკაძის მხარდამხარ იბრძოდა, პირისპირ შეხვდა თეიმურაზ პირველს, შებრძოლა და დაჭრა კიდეც.
       ღონენას შვილიშვილი უძეოდ გადაეგო. მისი მამული ვახტანგ
 VI–მ  ვახუშტი აბაშიძეს მისცა ,რომელმაც 1712 წელს იქორწინა ანუკა ბატონიშვილზე 
        ვახუშტი აბაშიძე მალე ზემო ქართლის გავლენიანი და ანგარიშგასაწევი  პიროვნება გახდა. მემატიანეს ცნობით, გივი  ამილახვრის  შემორიგების  მიზნით, თეიმურაზ
 
II ქართლის ერთ-ერთი ძლიერი თავადი ვახუშტი  აბაშიძე და ლუარსაბ  თარხნიშვილი მიუგზავნა. ჰპირდებოდა  ,, დიდს წყალობას  და ხელმწიფისაგან დანაშაულის  მიტევებას ‘’, მაგრამ უშედეგოდ. 
      ვახუშტი აბაშიძე სხვა თავადებთან ერთად  ხელმძღვანელობდა  ქართლის აჯანყებას  ნადირ- შაჰის  წინაღმდეგ.
 
   1720 წელს მის მამულს  შეაფარეს  თავი დევნილმა  ძმებმა სულხან-საბა და ზოსიმე  ორბელიანებმა
     ვახანის ციხის გამო განუწყვეტელი ბრძოლა ჰქონდათ  ქვიშხეთელ აბაშიძეებს და მათ ბიძაშვილებს - იმერეთის აბაშიძებს.   ერთ-ერთი
  ასეთი  შეტაკება 1740 მოხდა.

  1744 წელს ვახუშტი აბაშიძის  ციხე-სიმაგრეში იქორწინა ერეკლე
 
II-მ ანა  აბაშიძეზე, ვახუშტის ძმის,  ზაალ აბაშიძის ასულზე. 
    ვახუშტის და ანუკას სამი ვაჟი  ჰყავდათ: პაატა, ლევანი,  და ნიკოლოზი. ქვიშხეთელ აბაშიძეთა  შემდგომი ბედი  გაურკვეველია. ისინი როგორც ჩანს,  საქართველოს 
გასაბჭოებამდე  ცხოვრობდენ ზემო  ქართლში,   მათი უკანასკნელი შთამომავალი  მიტუშა (დიმიტრი) აბაშიძე, რომელსაც არც მამული და არც სხვა ქონება  გააჩნდა  და ქეიფსა  და დროსტარებაზე  იყო  გადასული, ბოლშევიკებმა  დახვრიტეს.

0 коммент.:

Отправить комментарий