ლეკიანობა ქვიშხეთში,სოფლის დაცარიელება და ხელახალიდასახლება
XIX საუკუნის დასაწყისში იწყება ქვიშხეთის ხელახალი დასახლება.სოფელშიბრუნდებიან XVIII საულუნეში ლეკიანობის დროს გაქცეული გლეხები,იმერეთიდანბრუნდებიან ლაცაბიძეები, ღონღაძეები,ბლუაშვილები, გიგიტაშვილები,სუთიაშვილები,გომარლები,გურგენიძეები,რობაქიძეებილომიძეები,გელაშვილები ......
XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში სოფელში მცხოვრებიკომლები განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად თითქმის განადგურდნენ.ოსმალთადა ყიზილბაშთა შემოსევების დროს ქართლმა დიდი ზარალი განიცადა,მათ შორისქვიშხეთმა,ლეკები სოფელში ოსმალეთიდან გადმოდიოდნენ,ხალხი თავდაცვისმიზნით აბაშიძეების ციხე–სიმაგრეს აფარებდა თავს.
1748 წელს ლეკთა დიდი რაზმი მოულოდნელად მოადგა აბაშიძეების ციხე–სიმაგრეს,მეციხოვნეები ამოხოცეს,დანარჩენები ტყვედ წაიყვანეს.ამ თავდასხმისშედეგად თითქოს მთელი სოფელი დაცარიელდა.უარეს დღეში ჩავარდა სოფელიშოლისპირი,რომელიც ისე დაცარიელდა,რომ XVIII საუკუნის 80–იანი წლებიდანნასოფლარად იქცა.
XIX საუკუნის დასაწყისში იწყება ქვიშხეთის ხელახალი დასახლება.სოფელშიბრუნდებიან XVIII საულუნეში ლეკიანობის დროს გაქცეული გლეხები,იმერეთიდანბრუნდებიან ლაცაბიძეები, ღონღაძეები,ბლუაშვილები, გიგიტაშვილები,სუთიაშვილები,გომარლები,გურგენიძეები,რობაქიძეებილომიძეები,გელაშვილები ......
1865 წელს ქვიშხეთში 45 კომლი ცხოცრობდა.ხელსაყრელი ადგილმდებარეობისგამო,სოფელი სწრაფად იზრდებოდა და უკვე 20 წელიწადში 145 კომლს აღწევს.XIXსაუკუნის ბოლოს ქვიშხეთის დასახლება ინტესიურ ხასიათს იღებს და XX საუკუნისდასაწყისში თითქმის დღევანდელ სახეს ღებულობს.
ქვიშხეთის და მის მიმდებარე სოფლების განაშენინებაში დიდი როლი ითამაშა1886–90 წლებში წიფის გვირაბის გაყვანამ.იმერეთის სოფლებიდან და სხვამხარეებიდან გცირაბისა და რკინიგზის მშენებლობაზე ჩამოსული გლეხები,აქვენასოფლარებზე სახლდებიან.ასე მოხდა ბეღლითას,მონასტრის და მჭედლიშვილებისუბნის ხელახალი აღორძინება.
ქვიშხეთლები მიწათმოქმედები იყვნენ,იშვიათად აკეთებდნენ მთაშიახოებს.მათი ძირითადი სამეურნეო დარგები იყო: მემინდვრეობა,მევენახეობა და მესაქონლეობა.მარცვლეულის შესანახად იმერეთისგავლენით ბეღლებს აკეთებდნენ.ქვევრები სოფ.ალიდან ან შროშიდანშემოჰქონდათ.ხშირად რამდენიმე გლეხს საერთო მარანი ჰქონდა,დიდისაწნახელით,სადაც რიგ–რიგობით წურავდნენ ყურძენს.განსაკუთრებით უნდააღინიშნოს ქვიშხეთელთა დიდი სიყვარული ვენახისადმი. ამ სიყვარულის შედეგიაის,რომ მათ მიერ გამოყვანილია ვაზის ჯიში "ქვიშხურა".
ქვიშხეთლები კარგი ქვით მშენებლები იყვნენ და უფრო უკეთესიდურგლები.ჯერ კიდევ შემორჩენილია დიდი ოსტატობით ნაგები ძელური სახლები დააგურით ნაგები შენობები.
XX საუკუნის 60–იან წლებამდე ქვიშხეთში უმეტესად ხის შენობებიედგათ,ფიცრული ან ძელური,იშვიათად იყო ქვითკირის ნაგებობებიც.ქვისსამტეხლოდან(კარიერიდან) მოტეხილი ან რიყის ქვით ნაშენები.სახლები ყავრით იყოდახურული.(ყავარი – ნაძვის ხის მორებისაგან (ხდიდნენ) დამზადებული თხელიფიცრები).წყლის წისქვილები მდინარე შოლაზე და მონასტრიდან ჩამომავალ ღელეზეიყო გამართული.დღესაც არის შემორჩენილი რამდენიმე მათგანი.
0 коммент.:
Отправить комментарий