1745 წლის გაზაფხულის ერთ დღეს ქვიშხეთის მაღლობზე მდგარ ციხე-სიმაგრეს რამდენიმეშეიარაღებული ცხენოსანი მიადგა. მათ შორის ზურაბ აბაშიძის სიმამრი, სამეფო მდივანბეგი,იოანე ორბელიანიც იყო. მოსულებს ვახუშტი აბაშიძე და მისი მეუღლე, ანუკა შეეგებნენ.სტუმრები დიდ დარბაზში მიიწვიეს. იოანემ ანუკას მეფე თეიმურაზის ბარათი გადასცა.ქართლის მეფე და მისი მეუღლე, დედოფალი თამარი, ვახუშტის ძმის- ზაალ აბაშიძის ასულსითხოვდნენ შვილისათვის– კახეთის მეფე ერეკლესათვის, რომელიც ამ დროს უკვე გაცილებულიიყო პირველ ცოლს ყაფლანაშვილის ასულს.
მეორე დღესვე გადავიდა ანუკა ბატონიშვილი მაზლთან და სასიხარულო ამბავი აცნობა.ქორწილის დღეც დათქვეს. იოანე ორბელიანმა თანხმობის წერილი წაუღო მეფე თეიმურაზს.ქორწილის წინა დღეს დიდი სამზადისი იყო. სამოც წელს მიტანებული თავადი ვახუშტი თვითონხელმძღვანელობდა საქორწილო მაგიდის გაწყობას, ბატონმა ,,ქვიშხურა“ არ იკმარა და კახეთიდანტიკჭორებით მოატანინა ღვინო. დაიკლა ხარი და მოზვერი, უამრავი ქათამი, საქაორწილო მაგიდახორაგს ვერ იტევდა.
შაბათ დილას უამრავი სტუმარი ეწვია სოფელს. ხეობიდან ავალიშვილები, ზემო იმერეთიდანაბაშიძეები, ქართლის უძლირესი ფეოდალები: ორბელიანები, ბარათაშვილები, ერისთავები...
გულისფანცქალით ელოდა საპატაძლო ანა აბაშიძე სამეფო მაყრიონის მოსვლას. თეიმურაზი დაერეკლე თბილისიდან ქორწილის წინა დღეს გამოვიდნენ. ,, ორი მეფენი, სათნონი ღმრთისანი დასაქებელნი კაცთანი, მიბრძანდნენ ქვიშხეთს სახლსა ვახუშტი აბაშიძისასა"

ერეკლე II 1744 წელს დამტკიცა ირიანის შაჰმა კახეთის მეფედ, რომელსაც არა მარტოკახეთი, არამედ მთელი საქართველო სასოებითა და იმედის თვალით შესცქეროდა.მან ხომ, ჯერ კიდევ 15 წლისამ, ქიზიყში, ნეიშანის მინდორზე სასტიკად განადგურალეკთა ჯარი. ქორწილამდე ორი წლით ადრე კი საგურამოსთან შებრძოლა ლეკ-თურქთა ახალ ჯარს, რომელსაც უწარჩინებულესი ბელადი მალაჩიხელმძღვანელობდა. ლეკ-თურქთა ჯარმა უკან დაიხია და არაგვის მარჯვენასანაპიროზე გამაგრდა, სანგრები შეკრეს დაძლიერი თოფის სროლა ატეხეს ,, მაშინშეუხვდა ძე მეფისა ირაკლი არაგვსა და პირველ ყოველთასა თვით განვლო ფონი იგი.ხოლო მხილველთა სპათა არღა ჰრიდეს საშინელებასა წყალთასა და შეუდგნენყოველნი სპანი მისნი და იქმნა ბრძოლა უძლიერესი. და ვინაიდან ოსმალ-ლეკნიუმეტესობდნენ და ძლიერსა ამას ომსა შინა პირველი მიუხდა რაკლი ძე მეფისა დადაღესტნის პირველ ბელადი მალაჩი თვით მოჰკლა . ხოლო სიკვდილსა მისა მყისიძლივნენ ოსმალ- ლეკნი და მიჰყვნენ ესენიცა ვიდრე ქსანს გაღმა ოკმამდე დამრავალი მოსწყვიდეს და დაიჭირეს“.
იმ დროს როცა ,, პატარა კახი“ საქორწილოდ ემზადებოდა, სპარსელთა წინააღმდეგაჯანყებული გივი ამილახვარი სურამის ციხეში გამგრებულიყო და თეიმურაზ II მასეომებოდა. ყიზილბაშთა და ქართველთა შერთებულმა ლაშქარმა ციხე იერიშით ვერაიღო. თეიმურაზმა სანგრები გაათხრევინა და ალყა შემოარტყა მას.
დაიწყო ქორწილი.მეფე ერეკლემ ქვიშხეთური ღვინის დაგემოვნება მოისურვა.
– აქაურ ღვინოს სიმჟავე დაჰკრავს, მწკლარტეა, კახურს რას შეედრებაო,– მიუგესქვიშხეთლებმა. თან სწრაფად მოართვეს ქვიშხურა გასასინჯად. ერეკლემ ერთი ჯამიშესვა , მომდევნო სადღეგრძელოც,, ქვიშხურათი" დალია. –ეს რა საიამვნო სასმელიაო,–თქვა და ქორწილის ბოლმოდე ქვიშხურა სვა. იმერლებმაც ჩვენებური ღვინო ამჯობინეს კახურს.მეტიც, ზაალ აბაშიძის ბრძანებით, იმავე შემოდგომაზე ,ქვიშხურას“ ჯიშის კალმები აჭრეს დაიმერეთში დარგეს.

· კახელები შეთვრნენ და მრავალჟამიერი დაგუგუნეს. ორი კუთხის ქართველთა შეჯიბრში მალეახალი ხმაც ჩაერთო ,,სურამის ციხესთან ისევ ატყდა ზარბაზნებისა და თოფების სროლა, ისევიღვრებოდა ქართველის სისხლი ქართველისაგან...ორ დღეს გაგრძელდა კიდევ ქორწილი, მესამე დღეს მაყრიონი კახეთისკენ გაეშურა, წაიყვანაპატარძალი და წაიღო სიყვარული ქვიშხეთის ღვინისა.ამის შემდეგ, ყოველ შემოდგომაზე, აბაშიძეების მარანში ერეკლეს სახელზე ერთი დიდიქვევრი ისხმებოდა და მეფეს თბილისში ეგზავნებოდა...
0 коммент.:
Отправить комментарий