пятница, 15 ноября 2013 г.

ცოტა რამ სოფლის ეთნოგრაფიულ თავისებურებათა შესახებ

ღესდღეობით ქვიშხეთის მოსახლეობის ძირითადი სამეურნეო დარგებია:მემინდვრეობა,მებოსტნეობა და მესაქონლეობა.
·         მოსავლის შესანახად და დასაბინავებლად იყენებენ,როგორც ტრადიციულ,ისე თანამედროვე ჭურჭელს.
·                ხის სახლები შეიცვალა თანამედროვე ქვითკირისა  და აგურით ნაგები შენობებით,სოფლის მცხოვრებთ ეზოებში აქვთ სამეურნეო დანიშნულების სათავსოები,საზარეულო,მარანი,   სათონე და საშეშე ფარდულები.იქიდან გამომდინარე,რომ სოფელში განვითარებულია მევენახეობა,მარანში იყენებენ ქვევრებს,ხის კასრებს.აქტიურად გამოიყენება მექანიკური საწურები.მარნის მორთულობის თვალსაზრისით გამოიყენება ორშიმო,სარხცელი,თიხის სხვადასხვა ფორმისა და ზომის სასმისები.  
·                  მოსახლეობა მარცვლეულის დასაფქვავად იყენებს როგორც წყალს,ასევე დენის წისქვილებს.ქვიშხეთელები კვლავ აცხობენ თონეებში ე.წ ,,დედას პურებს“



        სახნავ-სათესად გამოიყენება როგორც ხარი,ასევე თანამედროვე ტექნიკა.        ქვიშხეთლები იმოსებიან თანამედროვე სამოსით და ბინებსაც აწყობენ ევროპულად.
·                    სოფელი უზრუნველყოფილია სარკინოგზო და საავტომობილო ტრანსპორტით,    ინტერნეტითა და სატელიტური ანტენებით,მიმდინარეობს გაზიფიცირება.
·                 ქვიშხეთში აღინიშნება სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაული,მაგრამ სოფლები განსაკუთრებით ზეიმობენ რელიგიურ დღესასწაულს ,,მთაწმინდობას“,რომლის შესახებაც ქვემოთ ვრცლად ვისაუბრებთ.
·                  ბოლო პერიოდში სოფელ ტაშისკარში ივლისის თვეში აღინიშნება სააკაძეობა.
·         სოფელში იმართება ტრადიციული ქორწილისა და დაკრძალვის ცერემონიები,თუმვა ე.წ სეფა შეიცვალა კეთილმოწყობილი საბანკეტო დარბაზებით.
·             შენარჩუნებულია მიცვალებულთა მოსახსენიებელი ტრადიცია-საკურთხი.მზადდება ე.წ ტაბალა,საკვები მიეწოდება რამდენიმე მეზობელს.ეკლესიაში ხდება საკურთხის კურთხევა,სოფლის ხანდაზმულ მოსახლეობაში შემორჩენილია,,ბატონების გაცილება“
·             სოფლის მცხოვრებნი გამორჩეული კერძებით არ იკვებებიან,თუმცა ძველად ამზადენდნენ შინდის შეჭამანდს-კოწონიას,ხალს,კანაფხალს,რძისა და ყველის შეჭამანდს,ხალიფაფას,მახოხს,ღვალოს შეჭამანდს და სხვა.
·             
   სოფელში ფუნქციონირებს კულტურის სახლი.სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული წრეები.ძველად კი სოფლის მოსახლეობა ერთობოდა  ჩონგურით,    აკორდეონით,ზურნითა და დოლით. სოფელი განთქმული იყო მოჭიდავე ფალავნებით,ბეჭდაუდებელი გმირები იყვნენ შოთა და აკაკი თავართქილაძეები.
            სოფელში შემორჩენილია უამრავი ფოლკლორული მასალა.დღესაც გვყავს ხალხური მთქმელები.ძირითადად ხანდაზმული ადამიანები(ვაჟა ნოზაძე) 

  1.     სოფელში მართმადიდებელი ქრისტიანები ცხოვრობენ,ტრადიციულად შაბათ-კვირას ესწრებიან წირვა-ლოცვას,თუმცა ჩვენი კუთხე ტოლერანტულია სხვა რელიგიური კონფესუმისა და აღმსარებლობის მიმართ. ასე რომ ცვენი სოფელი მდიდარია ეთნოგრაფიული თვალსაზრისით და აგრძელებს ,,ჩვეულებისამებრ მამულისა სლვას"





0 коммент.:

Отправить комментарий