пятница, 15 ноября 2013 г.

ქვიშხეთის არქიტექტურული ძეგლები

მაცხოვრის აღდგომის სახელობის დედათა მონასტერი











აგებულია XIX საუკუნის 60–იან წლებში. დგას სოფლის ცენტრში კოშკის უბანში.ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რუხი ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი აქვსსამხრეთიდან და დასავლეთიდან, ნახევარ წრიული ფასადის ღერძზე გაჭრილითაღოვანი სარკმლის გვერდზე ნიშებია. სამხრეთ კედელში ორი სარკმლიდან ერთიმრგვალია. ჩრდილოეთისაში კი სამი თაღოვანი სარკმელია. 

           დარბაზის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლებისკაპიტელიან პილასტერს ეყრდნობა. დასავლეთის კედელში დატანილია კიბე,რომელიც პატრონიკეზე ადის. სამხრეთის ფასადზე შესასვლელს შემოვლებული აქვსჩარჩო, რომლის გვერდითი მკლავები ქმნის ჯვარს. ზედა ლილვს თავზესწორკუთხედში ჩასმული ჯვარი ადგას.
            ტაძარი აღადგინეს 1992–93 წლებში. აკურთხა   უწმინდესმა დაუნეტარესმა             ილია II–.
           ეკლესიის ეზოში დასაფლავებულია ნინო ყიფიანი


                                                   ქვიშხეთის კოშკი


დგას სოფლის ჩრდილო დასავლეთნაწილში

 აგებულია XVII საუკუნეში.ცილინდრულია, ნაგე
ბია რიყის ქვით. ფასადზეგამოყენებულია თლი
ლი ქვა,  ინტერიერში  აგური,ზედანაწილი დან
გრეულია. შემორჩენილია სამისართული, პირვე
ლი სართული შიგნით ცილინდრულია,ზედა
 სართულები ოთხკუთხაა. ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილში დატანებულიანახმარი წყლის გადასაღვრელიკერამიკული მილი. იატაკში ჩაფლულიყოფილა ქვევრები. II და III სართულისაცხოვრებელი და სათავდაცვოსათავსეებია. მეორე სართულზე ყოფილაბუხარი და სათოფურები. აქედან,როგორც ჩანს, გაყვანილი ყოფილაგვირაბი აბაშიძეების ციხესთან.                                                                                       







                               მთწმინდის დავით გარეჯის სახელობის მამათა მონასტერი



        ქვიშხეთელთა მთავარი სალოცავი. მდებარეობს მთაწმინდააზე სოფლიდან 3კმის მანძილზე. აგებულია XIX საუკუნეში, კურტანიძის მიერ, როგორც ჩანს,უძველეს დროიდან არსებული სალოცავის ადგილზე. ეკლესია დარბაზულია, ნაგებიანატეხი ქვით. გარედან შემოსილია მუქი ქვიშაქვის თლილი კვადრებით. ამჟამადტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს მამათა სამონასტრო კომპლექსისმშენებლობა.



                                   ფერისცვალების ეკლესია





მდებარეობს სოფლის ჩრდილოდასავლეთით, ადგილ ფერიცვალაზე, თარიღდებაგანვითარებული ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ძირითადადთლილი შირიმის კვადრებით, ნაწილობრივ მუქი ქვიშაქვის კვადრებით, წყობასწორხაზოვანია. შესასვლელი შიგნიდან თაღოვანია, შემორ ჩენილია ეკლესიისაღმოსავლეთი კედელი. უკანასკნელ წლებში, ტაძარი გაწმინდეს და გაასუფთავეს.გაწმენდისას არაერთი საინტერესო დეტალი გამოჩნდა, რაც საინტერესოს ხდისეკლესიას.                                                                                                  
                                     
                                                       ფერისცვალების კოშკი



დგას ფერისცვალების ეკლესიის სამხრეთდასავლეთით 30–40 მეტრზე. ნაგებია ნატეხიქვიშაქვით, ოთხსართულიანია, ზემოთკენ ვიწროვდება. პირველი სართულის დიდი ნაწილინანგრევებითაა ამოვსებული. კედელში რამდენიმე სწორკუთხა ნიშია. მეორე სართულისაღმოსავლეთ კედელში ნახევარწრიული ბუხარია. მეოთხე სართულის მხოლოდ ერთი მეტრისიმაღლის კედლებია შემორჩენილი. კოშკი ოთხკუთხაა. როგორც ჩანს აგებულია XIV-XVსაუკუნეებში.

                                                            
                                        
                              
მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესია

               ღვთისმშობლის ეკლესია დგას სოფელ მონასტრის დასავლეთით ძველ სასაფლაოზე.თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. დაზიანებულია, დანგრეულია ჩრდილოეთის კედელი,ნაგებობა სამეკლესიანი ბაზილიკაა, გარშემოსავლელით, ნაგებია დიდი ზომის კირქვით,მთავარი შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა, ფასადებზე ქვების წყობა სწორხაზოვანი დაჰორიზონტალურია.                                                          

                                             ბეღლითის წმინდა გიორგის ეკლესია




დგას სოფლის ჩრდილოაღმოსავლთით სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებითთარიღდება XIX საუკუნით. ეკლესია დარბაზულია. ნაგები ქვიშაქვით. კამარა დაკონქი ხისაა. შიგნიდან თაღოვანია, გარედან არქიტრავული. შესასვლელი ორია,სამხრეთი და დასავლეთი. ნახევარწრიული ფსიდის ღერძზე გაჩრილია თაღოვანისარკმელი, რომლის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია.

      ეკლესიის ფასადები შეღებილი და შეთეთრებულია. სამხრეთის ფასადზეშესასვლელი შეღრმავებულ სწორკუთხედშია ჩასმული, ხოლო არქიტრავის თავზეპატარა თაღოვანი შეღრმავებაა. კედლბი დასრულებულია ქვიშაქვის მარტივპროფილიანი ლავგარდანით. ეკლესიას თუნუქის ორფერდა სახურავი აქვს.

0 коммент.:

Отправить комментарий