ქვიშხეთში ტურისტული ლაშქრობა შეიძლება მოეწყოს სამი მიმართულებით:
1. ქვიშხეთის ცენტრიდან სოფელ ნუნისისაკენ ბულბულისციხის გავლით
2. სოფლის ცენტრიდან მდინარე მტკვის გადაკვეთით, სოფელი სათივე, სოფელი დანჩხეულა.
3. და ბოლოს ისტორიული გზა, რომელიც უკავშირდება 1609 წლის ტაშისკრის ბრძოლას
ახლა კი განვიხილოთ სად რის დათვალიერება შეიძლება
- 1. ვიკრიბებით ქვიშხეთის ცენტრში. გიდი მოლაშქრეებს გააცნობს ქვიშხეთის ისტორიას, აღნიშნავს რომ ქვიშხეთის საკრებულოში ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერია. დაათვალიერებინებს, უპირველეს ყოვლისა ,აღდგომის სახელობის დედათა მონასტერს და ლოცვა-კურთხევის მიღების შემდეგ დაიწყება ქვიშხეთის მხარის გაცნობა. აქვე შეიძლება შედგეს მცირე ხნის გაცნობითი შეხვედრა წმინდა დ.ყიფიანის სახლ-მუზეუმში, სადაც გაგრძელდება ქვიშხეთის ისტორიაზე და იმ გამოჩენილი ადამიანების შესახებ, რომლებიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ქვიშხეთში. ამის შემდეგ მოლაშქრეთა ჯგუფი გაემართება სოფელ ნუნისის მიმართულებით, გზად მოინახულებენ ფერიცვალას ეკლესიას (რომელიც მე-17 საუკუნის ძეგლია) და დატკბებიან ქვიშხეთის ხედით. ჯგუფი შეჩერდება ბულბულისციხის ნანგრევებთან, გიდი გააცნობს ლეგენდას გმირი ქალი ბულბულას შესახებ და მოუყვება ციხის ისტორიას. აქვე შეისვენებენ და მსუბუქად ისაუზმებენ. შემდეგ გზას გააგრძელებენ ნუნისის გამოქვაბულისაკენ. მოუწევთ მთის გადავლა და მოინახულებენ ნუნისის გამოქვაბულს. გამოქვაბულის დათვარიელების შემდეგ მოლაშქრეები შეისვენებენ ისადილებენ და დაბრუნებიან უკან. გიდი გზაგზა მოუყვება და გააცნობს რა სახის მცენარეულობა ხარობს, როგორი კლიმატია, როგორ ცხოვრობს მოსახლეობა. დაათვარიელებინებს სახელგანთქმულ წყაროებს და მდინარე ქვიშხურას სათავეს. ამით მთავრდება ლაშქრობის პირველი დღე.
- მეორე დღე. მოლაშქრეები დაიძრებიან მდინარე მტკვრის ნაპირისაკენ. ავლენ ბორჯომის ხეობის შესასვლელამდე. დაათვარიელებენ ისტორიულ წითელ ხიდს. გიდი გააცნობს მონაცემებს მდინარე მტკვრის (ამიერ კავკასიის ყველაზე დიდი მდინარის) აქ მობინადრე წყალქვეშა ფაუნის მრავაფეროვნებას და ა.შ . ამის შემდეგ მოლაშქრეები გადადიან წითელი ხიდით სოფელ სარმანიშვილის კარში. და გიდი აღნისნავს,რომ აქ მდებარე რკინიგზა ყველაზე მოღუნულია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. აქვე მოკლედ უამბობს საქართველოს რკინიგზის ისტორიას, აგრეთვე მიაწვდის ინფორმაციას ბორჯობის ხეობის შესახებ. მდინარის ამ ნაპირიდან მოლაშქრეები ჩასხდებიან რეზინის ნავებში და დაუყვებიან მტკვარს ხაშურამდე. ეს იქნება თავისებური ჯომარდობა. ამის შემდეგ გადავლენ ხმელეთზე და ამოუყვებიან მდინარე მტკვირს მარჯვენა ნაპირს. სოფელ დანჩხეულადან დაათვარიელებენ ქვიშხეთის მიმდებარე ტერიტორიის ულამაზეს ხედებს, შიდა ქართლის ბარს და მდინარე მტკვრის თავისებურ დელტას. გიდი აგრძელებს შემეცნებით საუბარს წინასწარ გამზადებული პროგრამით. მოლაშქრეები ისაუზმებენ სოფელ სათივის წყაროსთან.
გიორგი სააკაძე
3 3. მესამე დღე. მოლაშქრეები დაათვარიელებენ სოფელ ტაშისკარს, მოინახულებენ რამდენიმე– საუკუნოვან წაბლის ხეს, სადაც გიორგი სააკაძემ გადაიხადა ყირიმელ თათრებზე გამარჯვების ნადიმი. ამის შემდეგ გამოემართებიან ფეხით, დაათვარიელებენ თავკოკოლას, მოინახულებენ სახელგანთქმულ გიგიტაშვილების წყაროს, ნახავენ სუმბათაშვილების სასახლეს და კოშკს. ადიან ლაცაბიძეების გორაზე, აქ შეისვენებენ და ისაუზმებენ. დატკბებიან ქვიშხეთის ულამაზესი ხედებით. შემდეგ აუყვებიან გზას მთაწმინდისაკენ ,სადაც ამ ჟამად მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. გიდი ისაუბრებს მთაწმინდის ისტორიის შესახებ. (ის ხომ ქვიშხეთლების უსაყვარლესი ადგილია). არსებობს ვარაუდი, რომ ეს ადგილი მოინახულა და ტაძარი დაარსა ერთერთმა ასურელმა მამამ, დავით გარეჯელმა. ამასთან ერთად, არსებობს გადმოცემა რომ აქ დაიწერა ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,შემოღამება მთაწმინდაზე’’.
მოლაშქრეები გადადიან წყაროს მოსანახულებლად ისვენებენ ისადილებენ და ბრუნდებიაინ უკან. გიდი მათ მოუყვება რომ მიხეილ ჯავახიშვილმა აქ დაწერა ,,არსენა მარაბდელი’’ და სამწუხაროდ, აქვე დააპატიმრეს ეს უდიდესი ქართველი მწერალი.
პროგრამა მოლაშქრეების დასვენება გართობისათვის:
1 . ოჯახური სასტუმროების მოწყობა
2 . კემპინგი
3 . ჯომარდობა
4 . თევზაობა
5 . საველე პირობებისთვის აუცილებელი ინვენტარი
6 . პორტატული კომპიუტერი; ციფრული ფოტოკამერა
0 коммент.:
Отправить комментарий